მედიის ინფორმაციით, რუსული ტანკები მარიუპოლთან იმყოფებიან

მედიის ინფორმაციით, რუსული ტანკები მარიუპოლთან იმყოფებიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსული ტანკები დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ მარიუპოლთან იმყოფებიან. საინფორმაციო სააგენტო "უნიანის" ინფორმაციით, ქალაქთან ახლოს 60 რუსული ტანკი დააფიქსირეს.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის რუსული საბრძოლო დაჯგუფებები ნოვოაზოვსკიდან მარიუპოლისკენ მიემართებიან. მათ სოფელ ბეზიამიანში მდებარე ნაღმტყორცნებიდან უკრაინული საგუშაგოები დაცხრილეს. 

უკრაინული სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუსებმა სწორედ ამ სოფელში გაიმაგრეს პოზიციები.

უკრაინელი სამხედროების განცხადებით, მათ წინააღმდეგ რუსული შეირაღებული ძალები იბრძვიან. 

"ამაში ჩვენ გუშინ დავრწმუნდით, როდესაც ნოვოაზოვსკში რუსული ტანკები შემოდინენ რუსული დროშებით და სამხედროებით", - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.