სეპარატისტები აცხადებენ, რომ მზად არიან, ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გარკვეული პირობით უზრუნველყონ

სეპარატისტები აცხადებენ, რომ მზად არიან, ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გამოყვანა გარკვეული პირობით უზრუნველყონ

სეპარატისტები, რომლებიც დონეცკის ოლქის ე.წ. რესპუბლიკას აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ მზად ,მხარი დაუჭირონ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას და ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროებისთვის "ჰუმანიტარული კორიდორი" უზრუნველყონ. ამის შესახებ რუსული მედია უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის შეირაღებული ფორმირებების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, გაკეთდეს ჰუმანიტარული კორიდორი ალყაში მყოფი უკრაინელი სამხედროების გამოსაყვანად. ჩვენ მზად ვართ ვუზრუნველყოთ მათი უსაფრთხო გამოყვანა ერთი პირობით - ისინი ჰუმანიტარული კორიდორიდან იარაღის გარეშე უნდა გამოვიდნენ", - ნათქვამია სეპარატისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად , ”ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს დონბასის მოსახლეობას, რომლებიც ჰუმანიტარული კატასროფის წინაშე დგანან", - ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა სეპარატისტებს მოუწოდა, გახსნან "ჰუმანიტარული კორიდორი" უკრაინელი სამხედროებისთვის. 

"მოვუწოდებ სეპარატისტებს, გახსნან ჰუმანიტარული კორიდორი ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული უაზრო სისხლიღვრა. მიეცეს მათ , დაუბრკოლებლად გამოვიდნენ საბრძოლო მოქდებების რაიონიდან და დაუბრუნდენენ თავიანთ ოჯახებს", - ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.

უკრაინული ბატალიონი ალყაში აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკთან მოექცა. მედიის ინფორმაციით, ამ ქალაქთან საბრძოლო ქმედებები ამ დრომდე გრძელდება.