გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას მართავს

გაეროს უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხზე საგანგებო სხდომას მართავს

უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შეყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, - ამის შესახებ "უნიანი" იუწყება.

გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მარკ ლაიალ გრანტმა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ იმედოვნებს, რუსეთისგან მოისმენენ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რატომ იმყოფებიან მისი სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის ტერიტორიაზე.

ინგლისელი დიპლომატის თქმით, ეჭვი არ ეპარება, რომ ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით სინამდვილეს შეესაბამება. "სრულიად ნათელია, რომ რუსეთის არმია იქ იმყოფება", - განაცხადა მარკ ლაიალ გრანტმა.