უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, შემოდგომიდან უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევა განახლდება.
"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საბჭოს სხდომის დასასრულს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მიხაილ კოვალმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ახალწვეულები სამხედრო მომზადებას გაივლიან, თუმცა, ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში არ გაიგზავნებიან.
უშიშროების საბჭოს სხდომის კომენტირებისას კოვალმა აღნიშნა, რომ განიხილეს უკრაინის დასაცავად გადაუდებელი ზომები და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხები, მათ შორის, დამტკიცდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის ზომების კომპლექსი.