ხარკოვში მოქალაქეები რუსეთის ფედერაციის საელჩოს შენობის პიკეტირებას ახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი განმარტებით, საზოგადოებრივი აქტივისტები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შეწყვეტას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ნაციონალური დროშები და პლაკატები, წარწერებით: "შეაჩერეთ გიჟი", "პუტინი – მკვლელი" "გაეთრიე უკრაინიდან". ისინი ასევე სკანდირებენ: "რუსეთი - ტერორისტი", "კრემლის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს", "სიკვდილი რუს ოკუპანტებს", "დედა რუსეთო იტირე", "პუტინი - ჯალათი".
რუსეთის საელჩოს შენობასთან შეკრებილი მოქალაქეები უკრაინის ჰიმნსა და პუტინის შესახებ უცენზურო სიმღერებს მღერიან.