ევროკავშირი მომავალ სამიტზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციის შესაძლო დაწესების საკითხზე იმსჯელებს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი განმარტებით, ორივე საკითხი ევროკავშირის მომავალი სამიტის დღის წესრიგში შევა.
"კონფლიქტი უკრაინაში და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციის შესაძლო დაწესება, ევროკავშირის მომავალი სამიტის დღის წესრიგის თემები იქნება", - განაცხადა მერკელმა.