ნატო უკრაინაში რუსული ჯარის კონცენტრაციის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თანდართული ფოტოებით "Financial Times"-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფოტოებში ასახულია რუსეთის ჯარების გადაადგილება, როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, ისე უკრაინის საზღვარზე.
კერძოდ, სურათებზე ნაჩვენებია რუსეთის ფედერაციის საარტილერიო დანადგარების მოძრაობა კრასნოდონის მახლობლად, ასევე მათი დისლოკაციის ადგილები რუსეთის ტერიტორიაზე - უკრაინის საზღვრის მახლობლად.