უკრაინის პრეზიდენტმა დონბასთან დაკავშირებით გენერალური შტაბის მოქმედებათა გეგმა დაამტკიცა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის შესახებ პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე მან კონსულტაციები გამართა ქვეყნის ხელმძღვანელ პირებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებთან.
"გენერალური შტაბის უფროსმა მომახსენა ჩვენი შემდგომი მოქმედებების შესახებ და ის მე დავამტკიცე. სხდომის დახურულ ნაწილში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ შემდგომ მოქმედებებს", - აღნიშნა პოროშენკომ.