პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს ეროვნული ერთიანობის დაცვისკენ მოუწოდა

პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს ეროვნული ერთიანობის დაცვისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინელებს სიმშვიდის შენარჩუნებისა და ეროვნული ერთიანობის დაცვისკენ მოუწოდებს. ამ მოწოდებით პოროშენკომ უკრაინელ ხალხს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიმართა.

"მეგობრებო, ჩვენ უნდა დავიცვათ მშვიდობა, სიმშვიდე, გავაძლიეროთ ჩვენი ერთიანობა და ეროვნული სოლიდარობა", - მიმართა პოროშენკომ ქვეყნის მოსახლეობას.

პრეზიდენტის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და მათი წარმატებით დასრულება ნიშნავს არა დონბასის გათავისუფლებას, არამედ მთელი ქვეყნის დაცვას.

"ახლა, ამ დღეებსა და საათებში მიმდინარეობს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი დამოუკიდებლობისთვის. დაცვის ხაზი გადის დონბასზე, მაგრამ არ მიდის დასავლეთისკენ, რადგან უკრაინული არმია მტკიცედ დგას მთელი ქვეყნის დასაცავად", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.