უკრაინას არ აწყობს საომარი მდგომარეობის გამოცხადება, ვინაიდან ეს ქვეყანას საშუალებას არ მისცემს, სამხედრო-ტექნიკური დახმარება მიიღოს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ გენადი ზუბკომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე მიტინგის მონაწილეებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ყველას უნდა ესმოდეს, რომ სახელმწიფოს, რომელშიც საომარი მოქმედება იწყება, არ შეუძლია მიიღოს სამხედრო-ტექნიკური დახმარება ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან", - აღნიშნა ზუბკომ.
უფრო ადრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა განაცხადა, რომ საომარი ვითარების შემოღების საკითხი, შესაძლოა, ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იყოს განხილული.