ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მოუწოდებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს, უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად ქმედითი ზომები მიიღონ.
“უმძიმესი მდგომარეობაა! ვგმობ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და მოვუწოდებ დემოკრატიულ სახელმწიფოებს, მიიღონ ქმედითი ზომები უკრაინის დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად! კერძოდ, გადაუდებლად უნდა მოხდეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა და დაერქვას ყველას და ყველაფერს თავისი სახელს! აგრესორს თუ არ უპასუხებენ დღეს, მიიღებენ აგრესიას სახლში ხვალ! არ ყოფნის ამას შეშფოთება და აღშფოთება მხოლოდ! ღმერთმა დაიფაროს უკრაინა და უკრაინელი ხალხი!”,-წერს პეტრიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.