უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებს ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე "ტვიტერზე" ეხმაურება. "ლიტვა მკაცრად გმობს რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში. ეს არის საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", - ნათქვამია დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ჯარი შეიჭრა.