ევროპაში ნატო-ს ჯარების მთავარსარდალმა ფილიპ ბრიდლავმა ჟურნალისტებთან დაგეგმილი ბრიფინგი გააუქმა, - ამის შესახებ "Financial Times"-ის ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელმა პიტერ შპიგელმა განაცხადა.
"ბი-ბი-სის" კორესპონდენტის, დუნკან კროფორდის ინფორმაციით კი, როგორც ნატო-ს მაღალჩინოსანმა განაცხადა, უკრაინის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება.
უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ჯარი შეიჭრა.