რუსული რუბლი დოლართან მიმართებაში რეკორდულად დაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისის" რუსული სამსახური ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 1 აშშ-დოლარი 36,71 რუბლი ღირს, 1 ევრო – 48,36 რუბლი.
"ბიბისის" რუსული სამსახურის ცნობით, რუბლის რეკორდულ მაჩვენებლამდე დაცემა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის განცხადებას უკავშირდება.
ასევე რეკორდული ვარდნა განიცადეს რუსეთის საფონდო ინდექსებმაც.