უკრაინაში რუსეთის შეჭრის ცნობით შეშფოთებული ვართ

უკრაინაში რუსეთის შეჭრის ცნობით შეშფოთებული ვართ

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობელ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. "ძალიან შეშფოთებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ცნობებით. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობელ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.