უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-მ აგრესიად უნდა შეაფასოს

უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-მ აგრესიად უნდა შეაფასოს

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა გაერო-ს უშიშროების საბჭომ აგრესიად უნდა შეაფასოს.

"რუსეთის შეჭრა უკრაინაში გაერო-ს უშიშროების საბჭომ აგრესიად უნდა შეაფასოს. გაერო-მ შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ეს ომია", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ მიკრობლოგ "ტვიტერზე".

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.