უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმ ცნობებით, რაც უკრაინაში ხდება

უკიდურესად შეშფოთებული ვართ იმ ცნობებით, რაც უკრაინაში ხდება

უკრაინის ტერიტორიაზე მოვლენების ბოლოდროინდელ განვითარებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი ეხმაურება.

"უკიდურესად შეშფოთებული ვართ მოვლენების ბოლო განვითარებით და იმ ცნობებით, რაც უკრაინაში ხდება", - განაცხადა კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა მაია კოშიანჩიჩმა.

უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქი ნოვოაზოვსკი რუსმა სამხედროებმა დაიკავეს. ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.