ტიმოშენკო ხელისუფლებას დონბასში საომარი მდგომარეობის შემოღებისკენ მოუწოდებს

ტიმოშენკო ხელისუფლებას დონბასში საომარი მდგომარეობის შემოღებისკენ მოუწოდებს

ბატკივშინას” ლიდერი მიმართავს ხელისუფლებას, ასევე უმაღლესი რადას საგანგებო სხდომა მოიწვიოს და მსოფლიოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის თხოვნით მიმართოს.

“ღამით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის შემოჭრა მოხდა, დღეს ჩვენ ვალდებული ვართ, ძირეულად შევცვალოთ სტრატეგია და ჩვენი ქმედებების ტაქტიკა. ასეთ დროს ქვეყანაში მკაფიო, ძლიერი და შეთანხმებული მმართველობაა საჭირო. ამ დროს ჩვენმა ერმა მშვიდად, დამაჯერებლად და ძლიერად უნდა იმოქმედოს, ჩვენი ერთობა, ჩვენი გამარჯვების საწინდარია”, - აღნიშნულია ტიმოშენკოს განცხადებაში.