შვეიცარიამ უკრაინის გამო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

შვეიცარიამ უკრაინის გამო ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

შვეიცარიამ უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ეუთო-ს მუდმივი საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია twitter-ზე ეუთო-ში შვეიცარიის წარმომადგენლობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს თავმჯდომარემ თომას გრემინგერმა მოიწვია. სხდომაზე უკრიანაში შექმნილი სიტუაცია განიხილება.

უკრაინამ ასევე მოითხოვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თურქეთში ვიზიტი გააუქმა.