"ქართული ოცნება" ცდილობს, მომავალზე კონცენტრირებული მთავრობა გამოჩნდეს

"ქართული ოცნება" და ქართული ხედვები", - ამ სათაურით აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ გვერდზე კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ლინკოლნ მიტჩელი სტატიას.

ამერიკელი ექსპერტის განცხადებით, როგორც ერთხელ ნიუ-იორკის ყოფილმა გუბერნატორმა მარიო კუომომ თქვა: "კამპანიას პოეზიაში აწარმოებთ, პროზაში კი მართავთ".

როგორც ლინკოლნ მიტჩელი წერს, კუომო გულისხმობდა განსხვავებას ხედვაზე, იმედსა და წარმოსახვაზე დაფუძნებელ კამპანიაზე და ნამდვილი მმართველობის სირთულეს. მისივე თქმით, შესაძლოა თქვენი საარჩევნო კამპანია რეტროსპექტული იყოს, მაგრამ პერსპექტიულად მართავდეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვება ხშირად ხდება ამომრჩეველთათვის უახლოეს წარსულზე დაფიქრების თხოვნით, მაგრამ ხელისუფლებამ სახელმწიფო წინ უნდა წაიყვანოს.

ლინკოლნ მიტჩელის თქით, ეს ასახავს არსებულ გარემოს, რომელსაც საქართველოში "ქართული ოცნების" ხელისუფლება" უპირისპირდება, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მსგავსი დილემის წინაშე დგანან სხვა ქვეყნებშიც.

"ქართული ოცნების" გამარჯვება მეტწილად ამომრჩეველთა მხრიდან წარსულის შეცვლის სურვილმა და ხელისუფლებაში ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" შეცვლის სურვილმა განაპირობა. 2012 წლის ბოლოსთვის ქართველ ამომრჩეველების უმრავლესობა დარწმუნებული იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უკეთეს შემთხვევაში საკუთარი კურსით მიდიოდა, უარეს შემთხვევაში კი, ავტორიტარიზმისა და კრიმინალისკენ გადაუხვია. ამ კონტექსტში, "ქართულ ოცნებას" არ უწარმოებია საკუთარი კამპანია ხედვაზე ან კონკრეტულ პლატფორმაზე, არამედ კამპანია აწარმოა ძირითადად იდეით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წასვლის დრო იყო. ეს წარმატებული სტრატეგია აღმოჩნდა, მაგრამ ძალიან მცირე მითითება თუ მისცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებინათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

როგორც ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, ხელისუფლებაში ყოფნის დაახლოებით ორი წლის შემდეგ, აშკარაა, რომ მიუხედავად მთავრობის გრანდიოზული მიზნებისა, "ქართულ ოცნებას" საქართველოს მომავლის შესახებ დეტალური ხედვა არ გააჩნია. მისივე თქმით, ევროინტეგრაცია, ქვეყნის აღორძინება, დემოკრატია და მისთანები როგორც წინა, ისე მოქმედი მთავრობის გრძელვადიან მიზნებად რჩება.

"ასეთ დროს ეს მიზნები სახიფათოდ ემსგავსება გაცვეთილ იდეალებს. ამ მიზნების მიღწევა უფრო მეტად მაშინაა შესაძლებელი, თუკი იარსებებს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეესახას იდეალებს ხორცი. თუ მთავრობა შეძლებს დაადგინოს, როგორი იქნება აღორძინებული ან დემოკრატიული საქართველო, როგორი იქნება მისი ეკონომიკა და რა ფორმით უნდა გამოიხატოს დემოკრატია საქართველოში, მიზნის მიღწევა უფრო გაუადვილდება. სწორედ ასე შეიძლება განასხვავოს ბანალურუბა ხედვისგან", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას ხელისუფლების ყოფილი მოხელეების დაკავების, სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების და წარსულზე მეტი კონცენტრირების გამო, დასავლეთი ხმამაღლა აკრიტიკებს.

"მაშინ, როდესაც ზოგიერთი სააკაშვილის დაკავების გამო გულისწყრომას გამოხატავს, წარსულზე მეტისმეტი კონცენტრირებულობის დაბრალება უფრო ადვილია მომავლის შესახებ დაწვრილებითი ხედვის არარსებობოს გამო. იგივე ბრალდებებისა და დაკავებების, ასევე ეკონომიკის, ეროვნული უსაფრთხოების, განათლებისა და სხვა სფეროებში დეტალური შეთავაზებების განხორციელების შემთხვევაში, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბევრად განსხვავებული იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში ხაზი გაესმება, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, საზოგადოების თვალში მომავალზე კონცენტრირებული მთავრობა გამოჩნდეს", - წერს ლინკოლნ მიტჩელი და დასძენს, რომ არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ახალ მთავრობას ამ მხრივ არაფერი უცდია.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის ფონდი, რეფორმების ძალისხმევა და სამხედრო ძალის გაძლიერება ან საგარეო ინვესტიციების გენერირება მნიშვნელოვანია, მაგრამ პოლიტიკის, ხედვისა და ფართო გეგმების არარსებობის შემთხვევაში, ისინი მოკრძალებული, მიმოფანტული და არასაკმარისია.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნებისმიერი სხვა ხელისუფლებისგან განსხვავდება.

"რადგან აღარ არიან გავლენიანი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ისტორიის, პერსონის ან ქონების მეშვეობით დომინირებენ პოლიტიკაზე და შინ თუ გარეთ თავიანთი ქვეყნის სახე ხდებიან", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც ჯერაც იტანჯება სუსტი ეკონომიკისა და რუსეთის მომავალი შეჭრის მუდმივი საფრთხისგან, ხელისუფლების უნარი ხედვის ფორმულირებისა და ამ ხედვისთვის მხარდაჭერის შექმნისა უფრო მეტია, ვიდრე აბსტრაქტული კონცეპტი.

"ეს მნიშვნელოვანია მათი ეკონომიკისა და პოლიტიკური მომავლისთვის. ვიდრე საქართველოს ან ნებისმიერ მთავრობას არ ეცოდინება საით მიემართება და არ ექნება ცხადი იდეა, როგორ მივიდეს იქამდე, პროგრესის მიღწევა უკიდურესად რთული იქნება.

საქართველოს მთავრობისთვის ძალიან დაგვიანებული არ არის ასეთი ხედვის ჩამოყალიბება, მაგრამ ეს არ მოხდება მაგიის ძალით. ამას ლიდერშიფი, ქვეყნის ძლიერი და სუსტი მხარეების პატიოსანი შეფასება და იმის სურვილის სჭირდება, რომ უარი თქვა ზოგიერთ ინტერესსა და კომპონენტზე. ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ ფსონი არ იქნება უმნიშვნელო", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.