რუსი სამხედროები შახტიორსკისა და ილოვაისკის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან

რუსი სამხედროები შახტიორსკისა და ილოვაისკის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან

”ბოევიკები” და რუსი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქების შახტიორსკისა და ილოვაისკის მიმართულებით შეტევისთვის ემზადებიან. უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ასევე კონტროლი დაამყარეს ქალაქ ნოვოაზოვსკიზე. ტერორისტებსა და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებს შორის კი აქტიური ბრძოლები მიმდინარეობის დონეცკის ოლქის რვა დასახლებული პუნქტის მახლობლად.
 

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ვიზიტი გააუქმა. არსებული ინფორმაციით, პეტრო პოროშენკომ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. გარდა ამისა, პოროშენკო ინიციატივით გამოვიდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართოს.