საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაიწყო. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით , ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს თურქეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი აჰმედ ჩავუშოღლუ, ანკარას მერი და გუბერნატორი დახვდნენ.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება. ღონისძიებაზე 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრია მიწვეული