11 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 22 დაიჭრა დონეცკში წუხელ, ტერორისტების მიერ საცხოვრებელი რაიონებისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად. დონეცკის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჭურვების მოხვედრის შედეგად, ქალაქის სხვადასხვა რაიონებში საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა, ზოგიერთ რაიონში კი არ დადის მუნიციპალური ტრანსპორტი.