დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პრემიერ-მინისტრის", ალექსანდრე ზახარჩენკოს განცხადებით, დონბასში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ რუსი სამხედროებიც იბრძვიან.
მისივე თქმით, რომ არა რუსი სამხედროები, დონბასში მყოფ მებრძოლებს ძალიან გაუჭირდებოდათ.
"რუსეთიდან მოხალისეებად ბევრი ყოფილი სამხედრო ჩამოდის და ჩვენს მხარდამხარ იბრძვის. მათ ესმით, რომ ეს მათი ვალია", - განაცხადა ალექსანდრე ზახარჩენკომ და დასძინა, რომ ყოფილი რუსი სამხედროების გარდა, დონბასში მოქმედი რუსი სამხედროებიც არიან.