ნატო-ში კანადის დელეგაციამ იმ რუსი ჯარისკაცებისთვის, რომელთაც "შემთხვევით" გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, "ტვიტერზე" სპეციალური "რუკა" გამოაქვეყნა და რუსეთის გეოგრაფიული მდებარეობა განმარტა.
"გეოგრაფია შეიძლება რთული იყოს. ეს არის გზამკვლევი რუსი სამხედროებისთვის, რომლებიც იკარგებიან და "შემთხვევით" ხვდებიან უკრაინაში", - დაწერა დელეგაციამ "ტვიტერზე".
რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში 10 რუსი მედესანტე დააკავეს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მედესანტეებმა პატრულირებისას უკრაინის საზღვარი შემთხვევით გადაკვეთეს.