ირაკლი ღარიბაშვილი - თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს

ირაკლი ღარიბაშვილი - თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა უნდა გვქონდეს

საქართველოს უნდა ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეზობელ სახელმწიფოში გამგზავრებამდე განუცხადა.
მისივე განმარტებით, თურქეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

"დღეს მივემგზავრები თურქეთში პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად. მე მსურს განვაცხადო, რომ თურქეთი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და მასთან უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 80-მდე ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი წარმომადგენელი დაესწრება. 

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება.

თურქეთის რესპუბლიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის ჩანქაის სასახლეში შედგება.