საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 29 აგვისტოდან არამდგრადი ამინდები იქნება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს , დღის ბოლოს სანაპირო ზოლიდან დასავლეთ გრილი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა დაიწყება, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არამდგარდ ამინდებს გამოიწვევს.
29-30 აგვისტოს საქართველოს უმეტეს რაიონებში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი დაფიქსირდება, ნავარაუდევია სეტყვაც.
დასავლეთ საქართველოში 29 აგვისტოდან ტემპერატურა დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი, ცხელი ამინდები შენარჩუნდება. 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და ხანმოკლე წვიმები იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, დღეს თბილისში ჰაერი 38 გრადუსამდე იქნება, ხვალიდან კი, ტემპერატურა მცირედით დაიკლებს.