საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NDI-ს საქართველოს ოფისის მიერ ჩატარებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს.
როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის თავად ორგანიზაციას პატივს სცემს, თუმცა უშუალოდ ადგილობრივ ოფისთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ მის მიერ ჩატარებულ გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
"NDI-ს კვლევებზე მე მგონი უკვე აღარ დაობენ, ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან". მინდა დავაკონკრეტო, რომ NDI-ს, როგორც ინსტიტუტს ჩვენ პატივს ვცემთ, მაგრამ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, კითხვები არსებობს ადგილობრივი ოფისის მიერ ჩატარებულ და მათ მიერ დაქირავებულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ასოცირდება "ნაციონალურ მოძრაობასთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გუშინ NDI-მ საქართველოში ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა.