გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნის გამო განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა "დოიჩე ველეს" განუცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა რუსეთის პასუხისმგებლობას უკრაინაში ვითარების დეესკალაციაზე და საკუთარი საზღვარის კონტროლზე.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერს უკრაინის აღმოსავლეთით რუსული ჰუმანიტარული ტვირთის მორიგი კოლონის გაგზავნის შესახებ განუცხადა.