აშშ-ი შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს სიმართლის თქმა და აღიარება, რომ მისი სამხედროები უკრაინის ტერიტორიის შიგნით 48 კილომეტრით არიან შეჭრილი. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, შემაშფოთებელია ისიც, რომ რუსეთი სიმართლეს არ ეუბნება საკუთარ სამხედროებსა და მათ ოჯახებს.
"არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, დონეცკსა და ლუგანსკში რუსი სამხედროების კონტრშეტევა მიმდინარეობს. ჩვენ ამით შეშფოთებული ვართ", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.