საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს , ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ახლად არჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი მიწვევით მიემგზავრება.
ინაუგურაციის ცერემონია ქალაქ ანკარაში გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები დაესწრებიან.
ინაუგურაციაზე მიწევული არიან ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა.