საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პრაქტიკულად ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პრაქტიკულად ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები პრაქტიკულად ევროპის ჩემპიონატზეა.

დღეს, პორტუგალიის დამარცხების შემდეგ მხოლოდ ძალიან მინიმალური შანსი არსებობს, რომ საქართველო "ევრობასკეტ 2015"-ზე ვერ მოხვდეს. ეს დამოკიდებულია ამავე ჯგუფის გუნდების, უნგრეთ-ჩეხეთის შეხვედრის შედეგზე და ასევე სხვა ჯგუფებში მიმდინარე მატჩებზე, რომლებიც ჯერ არ დამთავრებულა.

რაც შეეხება უშულოდ დღევანდელ მატჩს, ის საქართველომ 12-ქულიანი სხვაობით, 71:59 მოიგო. ქართველთაგან საუკეთესო 20 ქულით ვიქტორ სანიკიძე იყო. 15 ქულა მოაგროვა ზაზა ფაჩულიამ, 14 - დუდა სანაძემ. ასევე, კარგად ითამაშეს სხვა კალათბურთელებმაც.

საქართველომ 6 შეხვედრაში 4 მოიგო და 2 ში დამარცხდა.