მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრების საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს დაეთმო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მარკ რუტეს საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე კმაყოფილებით აღნიშნა ნიდერლანდელი ინვესტორების მზარდი ინტერესი საქართველოსადმი და განაცხადა, რომ გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე დიდი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზრდება.
საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, უკრაინის კრიზისს. მხარეებმა ნატო-ს უელსის სამიტზე ისაუბრეს და იმედი გამოითქვეს, რომ უელსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი სათანადოდ აღინიშნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიდერლანდელი კოლეგა საქართველოში მოიწვია. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს სექტემბერში შეხვდებიან.