პეტრო პოროშენკო - უკრაინა ვლადიმერ პუტინის პოზიციების გამო, ევროპულ არჩევანს არ შეიცვლის

პეტრო პოროშენკო - უკრაინა ვლადიმერ პუტინის პოზიციების გამო, ევროპულ არჩევანს არ შეიცვლის

უკრაინა არ აპირებს საკუთარი ევროპული არჩევანის შეცვლას რუსეთის და მისი ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციების გამო. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარტია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას რადაში სექტემბერში მოახდენს. 

"გუშინ ძალიან ეფექტურად წარვმართეთ მოლაპარაკებები მინსკში. ამ მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ უკრაინის სუვერენიტეტისა და უკრაინელი ხალხის ევროპული არჩევანის თაობაზე არანაირი სახის ვაჭრობა არ იქნება ისევე, როგორც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ რატიფიცირების ვადის გადაწევაზე", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რათა უკრაინა 2020 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდეს.