„კაზანტიპის' შემდეგ საქართველოში შესაძლოა კიდევ ერთმა ცნობილმა მუსიკალურმა ფესტივალმა გადმოინაცვლოს. ამის შესახებ რუსული მედია ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წერდა.
კერძოდ, მისი ცნობით, რუსეთში ერთერთი ყველაზე პოპულარული ფესტივალი „კუბანა“ კრასნოდარის ოლქში, შავი ზღვის სანაპიროზე წელს, 14–19 აგვისტოს ბოლოჯერ გაიმართება.
როგორც „კუბანას“ ორგანიზატორები აცხადებენ, კრასნოდარში ფესტივალის გამართვაზე უარის თქმა პოლიტიკური ვითარების გამო მოუხდათ. მათი თქმით, ბევრმა მუსიკოსმა, მათ შორის ჯგუფებმა კანადიდან, ამერიკიდან და შვედეთიდან ფესტივალში მონაწილეობაზე უარი თქვა.
წლევანდელი ფესტივალის გახსნამდე „კუბანას“ პროდიუსერს ილია ოსტროვსკის შეკითხვა დაუსვეს, შესაძლებელია თუ არა ასეთი ფორმატის ფესტივალის ჩატარება „მეზობელ ქვეყანაში, მაგალითად აფხაზეთში ან საქართველოში?“
„საქართველო – ერთმნიშვნელოვნად დიახ“– ასე უპასუხა ოსტროვსკიმ აღნიშნულ შეკითხვას.
ამ ფონზე commersant.ge დაინტერესდა, უნდა ველოდოთ თუ არა მომავალ წლებში საქართველოში „კაზანტიპის“ ფორმატის სხვა ფესტივალების, მაგალითად, „კუბანას“ ჩატარებას. ამ და კიდევ რამდენიმე კითხვით „კომერსანტმა“ პირადად ილია ოსტროვსკის მიმართა.
როგორც ოსტროვსკიმ commersant.ge-ს განუცხადა, ის საქართველოში არასდროს არ ყოფილა, თუმცა თეორიულად „კუბანას“ აქ ჩატარება შესაძლებელია. ჯერჯერობით კი მსგავსი ინიციატივით მას არავინ დაკავშირებია, თავად ფესტივალის ორგანიზატორებს კი ასეთი შესაძლებლობა სერიოზულად არც განუხილავთ.
ოსტროვსკი ამბობს, რომ საქართველოს კურორტებს ნაკლებად იცნობს ისევე, როგორც რიგითი რუსი ტურისტების უმრავლესობა, თუმცა დარწმუნებულია, რომ „ისინი მშვენიერია“.
commersant.ge-ს შეკითხვაზე, რით განსხვავდება „კუბანა“ „კაზანტიპისგან“ და რას მოუტანს მისი საქართველოში გადმოტანა ქვეყნის ეკონომიკას, ილია ოსტროვსკი აცხადებს:
„კუბანა და კაზანტიპი ერთი მიმართულებით მოძრაობს, თუმცა სხვადასხვა მხრიდან. ორივე ღონისძიება სრულად ესადაგება ცნებას „მოვლენების ტურიზმი,“ რომელიც მთელ მსოფლიოში ტურისტული „მექების“ ძირითადი ეკონომიკური ფაქტორი და ტრენდია (ესაა ტურიზმის სახეობა, რომლის დროსაც ადამიანები ამა თუ იმ ადგილას ჩადიან გარკვეული მოვლენის გამო. ეს მოვლენა შესაძლოა ხდებოდეს კულტურის, სპორტის, ბიზნესისა და სხვა სფეროებში – commersant.ge).
რუსეთში ბოლო წლებში ჩვენს ფესტივალზე დაახლოებით 150–დან 200 ათასამდე ადამიანი ჩამოდიოდა. ყოველი ვიზიტორი, ბილეთისა და სატრანსპორტო ხარჯების გარდა, ფესტივალზე საშუალოდ 10–50 ათას რუბლს ხარჯავდა (კვება, ცხოვრება, გასართობი ინფრასტრუქტურა). შედეგად, რეგიონი, ყველაზე მოკრძალებული დაანგარიშებით, ყოველწლიურად სულ მცირე 50 მილიონ დოლარს იღებდა. ფესტივალის ადგილმდებარეობის შეცვლის შემთხვევაში ვიზიტორთა რაოდენობა 5–ჯერაც რომ შემცირდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ტურისტული დარგი ცუდ შემოსავლებს არ მიიღე