დარიალის ხეობაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნია

დარიალის ხეობაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის ცხედარი ნაპოვნია

შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა რამდენიმედღიანი ძებნის შედეგად გარდაცვლილის ცხედარს “დარიალჰესის” გვირაბში მიაგნეს.

გარდაცვლილი გვირაბში კიდევ ერთ ადამიანთან ერთად სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. საქართველოს მოქალაქესთან ერთად გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქის ცხედარი მდინარე თერგის დინებამ რუსეთის მხარეს რამდენიმე დღის წინ გარიყა.

შეგახსენებთ, რომ მეწყერი დარიალის ხეობაში 20 აგვისტოს, 22:00 საათისთვის ჩამოწვა.