აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 15-20 ათასი პრორუსი და რუსი

აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 15-20 ათასი პრორუსი და რუსი "ბოევიკი" იბრძვის

აღმოსავლეთ უკრაინაში დაახლოებით 15-20 ათასი პრორუსი და რუსი "ბოევიკი" იბრძვის. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, "ბოევიკების" ზუსტი რაოდენობის დაკონკრეტება შეუძლებელია, ვინაიდან ტერორისტები მუდმივად ახორციელებენ როტაციას.

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში რამდენიმე საათის წინ 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა, მათ შორის რუსული ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და "გრადები".