NDI-ის მიხედვით, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს

NDI-ის მიხედვით, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში ირაკლი ალასანია ლიდერობს

პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 60%-ით ლიდერობს. კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია - 54%-ით, ხოლო მესამეზე დავით უსუფაშვილი - 51%-ით.

მოწონების რეიტინგში შემდეგ პოზიციაზე 48%-ით დავით ბაქრაძეა. შემდეგ ადგილებს კი, ასევე, 48%-ით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, 45%-ით - ბიძინა ივანიშვილი, 45%-ით დავით ნარმანია, 44-44 პროცენტით - თეა წულუკიანი და კახი კალაძე, 39%-ით კი ეკა ბესელია იკავებენ.

როგორც "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მიმდინარე წლის აპრილში ჩატარებულ კვლევასთან შედარებით, რეიტინგში მოცემული თითქმის ყველა პირის მოწონების მაჩვენებელი შემცირებულია, მათ შორის, აპრილში, ირაკლი ალასანიას მოწონების რეიტინგი 67%-ს შეადგენდა, ირაკლი ღარიბაშვილის - 64%-ს, დავით უსუფაშვილის – 61%-ს, დავით ბაქრაძის - 51%-ს.

ის, ვისი მოწონების მაჩვენებელის გაზრდილია აპრილთან შედარებით, არის გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც წინა კვლევაში 46%-იანი მოწონების მაჩვენებელი ჰქონდა და დავით ნარმანია, რომელიც აპრილში 41%-ს მოსწონდა.