რუსეთი უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაძლო კორექციის წინადადებებით გამოდის

რუსეთი უკრაინასა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაძლო კორექციის წინადადებებით გამოდის

რუსეთი ფიქრობს, კონკრეტული წინადადებებით გამოვიდეს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბაზო შეთანხმების შესაძლო კორექციასთან დაკავშირებით. ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა,  ალექსეი ულუკაევმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"საუბარია კონკრეტულ შესწორებებზე, რომელიც ტექსტში უნდა შევიტანოთ და არ გამოვრიცხავ  შესწორების შეტანას საბაზო შეთანხმების ტექსტში", - განაცხადა ალექსეი ულუკაევმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ანდრეი ბელოუსოვი არ გამორიცხავს, რომ ექსპერტების კონსულტაციების შემდეგ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების საბაზო ტექსტისა და მისი დანართის კორექტირება მოხდეს.

"უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, 12 სექტემბერს ბრიუსელში რუსეთის უკრაინასა და ევროკავშირს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის იმპლემენტაციის საკითხზე.