საზღვარი ჩაიკეტება – რაზე შეთანხმდენენ პოროშენკო პუტინი – ახალი დეტალები

საზღვარი ჩაიკეტება – რაზე შეთანხმდენენ პოროშენკო პუტინი – ახალი დეტალები

პოროშენკო პუტინის შეხვედრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პრეზიდენტ პუტინის განცხადებით დღეიდან რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინაში მშვიდობიანი პროცესის განვითარებისთვის. პუტინი ასევე აცხადებს, რომ რუსეთს არ წაუყენებია და არ შეიძლებოდა წაეყენებინა რაიმე პირობები უკრაინაში სიტუაციის დარეგულირების სანაცვლოდ.

მისივე თქმით, ის პოროშენკოსთან შეთანხმდა, რომ უკრაინის სამხრეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ერთობლივად ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის შესახებ. მისივე თქმით, რუსეთი და უკრაინა მნიშვნელოვნად თვლიან გაზის თემაზე დიალოგის აღდგენას. პრეზიდენტ პოროშენკოს პრეს მდივნის სვიატოსლავ ცეგოკოს განცხადებით, საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ორი ქვეყნის მესაზღვრეებსა და გენერალურ შტაბებს შორის კონსულტაციები დაიწყება.

პოროშენკომ ასევე შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ძალიან მალე მოამზადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმას. ცეგოკომ ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა მორიგი შეხვედრა პრეზიდენტებს შორის ხუთშაბათს შედგეს. გავრცელებული ინფრომაციით პრეზიდენტი პოროშენკო ამჟამად უკრაინის საელჩოში იმყოფება და მან შესაძლოა უკრაინის მედიასთან, პუტინთან გამართული შეხვედრის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთოს.