„პოლიტიკის დრო“ დაიხურა, რას იზამს სიჭინავა?

„პოლიტიკის დრო“ დაიხურა, რას იზამს სიჭინავა?

ტელეკომპანია „იმედის“ თოქ შოუ „პოლიტიკის დრო თეა სიჭინავასთან ერთად“ ახალი სატელევიზიო სეზონიდან შესაძლოა ეთერში აღარ გავიდეს, გავრცელებული ინფორმაციით გადაწყვეტილება ამის შესახებ ტელეკომპანიაში უკვე მიღებულია, თუმცა გადაცემის წამყვანი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს არხის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ბახტაძე. გავრცელებული ინფორმაციით კი სიჭინავა არხზე რჩება და ის შესაძლოა მაყურებელმა რვიანი ქრონიკის წამყვანად იხილოს, რომელიც თავის მხრივ ეთერში შეცვლილი ფორმატით გავა და მასში თოქ შოუს ელემენტები იქნება ინტეგრირებული