თელავის საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თელავის საკრებულოს წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თელავში გვიან ღამით "გაერთიანებული ოპოზიციიდან" თელავის საკრებულოს წევრს, ნიკა ვარდოშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, არსებული ინფორმაციით, ვარდოშვილს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა სასტუმრო "ძველი თელავის" მენეჯერთან შალვა სეფიშვილთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

სასტუმროს მენეჯერის თქმით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ვარდოშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სასტუმროზე განთავსებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. ვარდოშვილი მომხდარ ფაქტზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. 

დაზარალებულს თელავის რეფერალურ საავადმყოში ჩაუტარდა გამოკვლევა, ექიმების განცხადებით, მას სერიზული დაზიანებები არ აღენიშნება. თელავში მოხდარ ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს. მოკვლევას შინაგან საქმეთა თელავის რაინული პოლიცია აწარმოებს.