თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ღარიბაშვილის წასვლა არა ერდოღანის პირადი მიწვევა, არამედ ქართული მხარის გადაწყვეტილებაა

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ღარიბაშვილის წასვლა არა ერდოღანის პირადი მიწვევა, არამედ ქართული მხარის გადაწყვეტილებაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 28 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. 

პრემიერის აპარატის მტკიცებით, ღარიბაშვილი ანკარაში ახლადარჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი მიწვევით მიემგზავრება, თუმცა "აქცენტის" ინფორმციით, ერდოღანის ინაუგურაციაზე დასასწრებლად ნოტა სახელმწიფოს სახელზე მოვიდა და "სახელმწიფომ გადაწყვიტა", რომ ინაუგურაციაზე არა ერდოღანის კოლეგა გიორგი მარგველშვილი, არამედ საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი წასულიყო. 

"ირაკლი ღარიბაშვილი ანკარაში ახლადარჩეული პრეზიდენტის, თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პირადი მიწვევით მიემგზავრება" - აცხადებენ პრემიერის აპარატში. 

"აქცენტი" დაინტერესდა მოწვევა პერსონალურად მიუვიდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს და საკითხის გასარკვევად ქვეყნის მთავარ დიპლომატიურ უწყებას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ მოსაწვევი არა რომელიმე პერსონის სახელზე, არამედ სახელმწიფოს სახელზე მივიდა. 

"ნოტა მოვიდა, რომ საქართველო ყოფილიყო წარმოდგენილი. სახელმწიფოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ წარმომდგენილი ყოფილიყო პრემიერი, ვინაიდნ პრეზიდენტებს შორის, როგორც გვახსოვს ორმხრივი ვიზიტები იყო გაცვლილი. მიზანშეწნილად იქნა მიჩნეული, რომ პრემიერი წასულიყო. ამასთან აღსანიშნავია, რომ სატელეფონო საუბარი შედგა ირაკლი ღარიბაშვილსა და ერდოღანს შორის და იმის მოლოდინი არსებობდა, რომ ინაუგურაციაზე პრემიერი გაემგზავრებოდა"- განუცხადეს "აქცენტს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.