პუტინის და პოროშენკოს შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, 28 აგვისტოს ანკარაში გაიმართოს

პუტინის და პოროშენკოს შემდეგი მოლაპარაკებები შესაძლოა, 28 აგვისტოს ანკარაში გაიმართოს

როგორც “ევროპრავდა” რუსეთისა და უკრაინის დიპლომატიური უწყებების წყაროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრა შესაძლოა, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში გაიმართოს.

ოფიციალურ მოსკოვს და კიევს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიანთ. მომავალი შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, დღეს მინსკში მიიღებენ.

ამავდროულად, პოროშენკოს ადმინისტრაცია მოლაპარაკებების ორგანიზაციის კუთხით აქტიურად მუშაობას, რომელსაც რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც ლობირებს.