მინსკში დღეს მსოფლიოსა და ევროპის ბედი წყდება

მინსკში დღეს მსოფლიოსა და ევროპის ბედი წყდება

მინსკში დღეს მსოფლიოსა და ევროპის ბედი წყდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბელორუსის დედაქალაქში, უკრაინა-ევროკავშირი -"საბაჟო კავშირის" სამმხრივი ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა.

"დღეს მინსკში მსოფლიოსა და ევროპის ბედი წყდება. სწორედ ასე ვაფასებ ჩვენი შეხვედრის პოტენციალს. ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელზეც დამოკიდებულია არც მეტი, არც ნაკლები – მშვიდობა კონტინენტზე", - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

მისივე თქმით, მომავალი საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემასა და აღებული მოვალეობების შესრულებაზეა. "მესმის, რომ ამ ვითარებაში ჩათრეულ ყველა მოთამაშეს ღირსეულად უნდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა. მზად ვარ განვიხილო სხვადასხვა ვარიანტები, რომელიც გამოსავალის ასეთ სტრატეგიას უზრუნველყოფს, გამოსავალს უკრაინის მშვიდობიანი მომავლისთვის, ევროპის მშვიდობიანი მომავლისთვის", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ