მაია ფანჯიკიძე თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილის დასწრების მიზეზს განმარტავს

მაია ფანჯიკიძე თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ირაკლი ღარიბაშვილის დასწრების მიზეზს განმარტავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება.

როგორც ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი მარგველაშვილი თურქეთში უკვე იმყოფებოდა, ირაკლი ღარიბაშვილს კი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის პერიოდში თურქეთში ვიზიტი არ განუხორციელებია. 

"იმის გამო, რომ საქართველოს და თურქეთის პრეზიდენტების ვიზიტების გაცვლა წელს უკვე მოხდა – მოგეხსენებათ, ბატონი გიორგი მარგველაშვილი ბრძანდებოდა თურქეთში და თურქეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა საქართველოში, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიემგზავრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი არ ყოფილა თურქეთში რაც ის პრემიერ-მინისტრია. თურქეთის მხრიდანაც იყო მოლოდინი, რომ საქართველოდან პრემიერი ჩავიდოდა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით, ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის.

თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია 28 აგვისტოს ანკარაში გაიმართება.