პეტრო პოროშენკო კეტრინ ეშტონს ხვდება

პეტრო პოროშენკო კეტრინ ეშტონს ხვდება

ბელორუსის დედაქალაქში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კეტრინ ეშტონს შორის შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კეტრინ ეშტონის პრესსპიკერი "ტვიტერზე" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. 

დღეს მინსკში ასევე იგეგმება პეტრო პოროშენკოსა და "საბაჟო კავშირის" ლიდერების, ევროკომისიის წარმომადგენლებისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეხვედრა. 

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, მინსკში უკრაინისა და რუსეთის პირველი პირები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.