აშშ სერგეი ლავროვის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ სერგეი ლავროვის განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მორიგი "ჰუმანიტარული კოლონის" გაგზავნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ი ამას პროვოკაციად მიიჩნევს.

"ერთმნიშვნელოვნად შეშფოთებული ვართ რუსეთის გეგმებით მეორე "ჰუმანიტარული კოლონის" გაგზავნასთან დაკავშირებით. ნებისმიერი ახალი მისია უკრაინის ხელისუფლების თანხმობის გარეშე კიდევ ერთი პროვოკაცია იქნება. ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას, რომლის მოგვარებაც პრეზიდენტ პუტინის თქმით, მას სურს", - განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

როგორც ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, კვლავაც ბევრი კითხვა რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტვირთი შეიტანა რუსეთმა უკრაინაში, ვინ დატოვა უკრაინის ტერიტორია და რა გაიტანა რუსეთმა უკრაინიდან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი უახლოეს დღეებში უკრაინაში მეორე "ჰუმანიტარული ტვირთის" გაგზავნას გეგმავს.