ქალაქ მიურიუპოლს უკრაინელი ძალოვანები აკონტროლებენ

ქალაქ მიურიუპოლს უკრაინელი ძალოვანები აკონტროლებენ

დონეცკის ოლქის ქალაქი მიურიუპოლი უკრაინელი ძალოვანების კონტროლქვეშაა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქალაქს უკრაინის ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები და ანტიტერორისტული ოპერაციის ძალები აკონტროლებენ.

დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სეპარატისტები რუსული საინფორმაციო საშუალებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის სამთავრობო ძალები მარიუპოლს ტოვებენ.

"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამით ტერორისტები ცდილობენ მოსახლეობაში პანიკის გამოწვევას. უკრაინის სამთავრობო ძალები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ქალაქში "ბოევიკები" არ შეუშვან", - ნათქვამია დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის განცხადებაში.