29 აგვისტოდან საქართველოში აგრილდება

29 აგვისტოდან საქართველოში აგრილდება

29 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე საქართველოს მთელს ტერიტორიაზე დროდადრო ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა.

მისივე თქმით, 28 აგვისტომდე საქართველოში კვლავ ცხელი ამინდია მოსალოდნელი და ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 38 გრადუსი იქნება. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესწილად უნალექო ამინდები შენარჩუნდება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 33 გრადუსია მოსალოდნელი.

29 აგვისტოდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმები იქნება ელჭექით. 29 აგვისტოს საქართველოში საშუალო ტემპერატურა 33 გრადუსამდე დაიკლებს. 
30 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით, თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 30 აგვისტოს თბილისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30 გრადუსი, 31 აგვისტოსა და 1-ელ სექტემბერს კი 28 გრადუსი იქნება. 

2 სექტემბრიდან ამინდი კვლავ შეიცვლება და ტემპერატურა მოიმატებს.